საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

ევროინტეგრაციის გზაზე თბილისმა ბუქარესტისგან საპარლამენტო დონეზე მხარდაჭერა მიიღო.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთშია. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებაა, რომლის შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდიენციის შემდეგ შეხვედრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდა. ყურადღების მიღმა არ დარჩენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მასშტაბური პროექტი, რომელშიც საქართველოსთან ერთად რუმინეთიც მონაწილეობს.