საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულების პროცესს ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამჯერად რუმინელ კოლეგებს აცნობს.

საკმაოდ რთულ გზაზე ქართველი დეპუტატები რუმინეთის გამოცდილებას ეცნობიან. ამ მიზნით პოლიტიკური დიალოგის გასაძლიერებლად სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდა. მიღებულია ევროინტეგრაციის გზაზე დახმარების და მკაფიო მხარდაჭერის გზავნილიც. საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ ვიზიტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებით გაგრძელდება. რუმინეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ქართული დელეგაციების ვიზიტების მთავარი მიზანი იმ სამუშაოების გაცნობაა, რომლებიც პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ჩატარდა.