რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ. შესაბამისად, ორივე ქვეყანაზე გავრცელდება შენგენის წესები, მათ შორის როგორც ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ასევე შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის გაუქმების მიმართულებით, წესების სრულად ამოქმედების თარიღი ჯერ ისევ ზუსტდება. ევროკომისიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერას გააგრძელებენ და იმედი აქვთ, რომ საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი მიმდინარე წელს გაუქმდება.