საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში შეხვედრა ხვალ გაიმართება. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე A დივიზიონში იტალიასთან, უნგრეთთან და საბერძნეთთან ასპარეზობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ გამოდის. ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა წყალბურთელებმა მე-8 ადგილი დაიკავეს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება ხვალ 20:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხი შემოგთავაზებთ.