რუმინეთი თავდაცვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

„რუმინეთი მზად არის, ეროვნული ტერიტორიის დასაცავად მთელი სამხედრო ძალა გამოიყენოს,“ – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ განაცხადა. სამხედრო მაღალჩინოსნის განმარტებით, ქვეყანა „საფრთხის დონის მიხედვით“, საზენიტო სისტემებს რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოიყენებს. რუმინეთმა უკრაინის საზღვართან, დუნაის დელტას მიდამოში 600 ჯარისკაცი და რადარები უკვე გაგზავნა.