შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან

21:30, 28.11.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან ევროსაბჭოს ახალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა განიხილა. 

მხარეებმა უკრაინაში, რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტში, უკრაინის გაწევრიანების საკითხი განიხილეს. შეხვედრისას სიბიგამ ბერსეს ფრონტზე არსებული ვითარება, რუსეთის თავდასხმების ესკალაცია და მშვიდობის მისაღწევად გაწეული დიპლომატიური ძალისხმევა გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს ახალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 70 მილიონ ევროს შეადგენს.

25 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტთან უკრაინის მიერთების საკითხი, რომელშიც მონაწილეობის მზადყოფნა 39-მა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ გამოთქვა.

მსგავსი