ლევან იზორია მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის მონტენეგროში ვიზიტი დასრულდა. ლევან იზორია პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე განვლო.

შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის – ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გახდა.