ლევან იზორია აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდა.
მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები მიმოიხილეს. იმსჯელეს რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებაში ამერიკული მხარის უფრო აქტიური ჩართულობის შესახებ.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს მხრიდან არსებობს დიდი სურვილი ახალი სისტემის განვითარებაში აქტიურად ჩაერთოს აშშ-ის ეროვნული გვარდია.
გაფართოებული შეხვედრა IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.