აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის  მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებითი ანაზღაურება მიიღონ.

საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ კი,  სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.