„ლეიბორისტული პარტია“ პროკურატურას მიმართავს

ლეიბორისტული პარტია საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საქმე ეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხეების გაჩეხვის ფაქტს. პარტიის პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ კომპანია RMG GOLD-ი ანადგურებს ტყის მასივს, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილ ხეებს.