„ლეიბორისტული პარტიის“ ყრილობა

რიყის პარკში „ლეიბორისტული პარტიის“ მერვე ყრილობა გაიმართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური კომიტეტი აირჩიეს. ასევე კენჭი უყარეს სპეციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, „ლეიბორისტული პარტია“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს, რასაც პარტიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. „ლეიბორისტები“ მოუწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.