შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საქართველოს პარლამენტს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს და მოითხოვს განიხილოს რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველთა გენოციდის შესახებ დადგენილება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დაიწყოს საქართველოს დეოკუპაციის პროცესი და დამნაშავეების დასჯა. ნათელაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული დადგენილება მან პარლამენტს დაახლოებით ორი წლის წინ გაუგზავნა.