კვლევის პრეზენტაცია

საქართველოში თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის შემთხვევები ძირითადად სამეგრელოს რეგიონში ფიქსირდება.  ამის შესახებ  სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი. გამოკითხვა სამ ეტაპად ჩატარდა, 2017 და 2018 წლის ნოემბერში და 2019 წლის აპრილში. შესწავლილი იყო ხუთი რეგიონი: სამეგრელო, სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი. კვლევის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ვაჭრობის შემთხვევები 3% არ აღემატება.