არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა

როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას. ამასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი კვლევა წარადგინეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „ღია საზოგადოების“ ფონდის ხელმძღვანელობით. დოკუმენტის მიხედვით, სრულად არის შესრულებული ერთი რეკომენდაცია, მეტწილად – 2, ნაწილობრივ – 7 და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა – დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ავტორების თქმით, რიგით მე-6 სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. კვლევას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.