სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი

12:33, 18.02.2025

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორაციული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ტელეკომ-ოპერატორების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. კვლევის მიზანია დადგინდეს, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე არასტანდარტული მოთხოვნის მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის არსებული შეთავაზებები, ასევე, შეფასდეს ბაზრის კონკურენტულობა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, განისაზღვროს გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები.

მსგავსი