კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა

8 თებერვლიდან გახსნისთვის ემზადება „ლილო მოლიც“. როგორც ბაზრობის დირექტორმა განაცხადა, ადმინისტრაციაც და დასაქმებულებიც, მზად არიან ყველა რეკომენდაციის დაცვით ორშაბათიდან მომხმარებლები მიიღონ. გიორგი კვარაცხელიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თითოეული მეწარმისთვის და ამასთან, „ლილო მოლის“ დირექტორი მიესალმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან. მოლების მსგავსად, ბაზრობებიც ვალდებულები არიან დასაქმებულებს ორ კვირაში ერთხელ კოვიდტესტირება ჩაუტარონ.

მოამბე