რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ყოველდღიური, უპრეცედენტო სიკვდილიანობის მიუხედავად, რიგი ობიექტები და კერძო პირები დაწესებულ შეზღუდვებს მაინც უგულვებელყოფენ. ბოლო 72 საათის განმავლობაში, რეგულაციების დარღვევისთვის ხუთი ობიექტი დაილუქა, ექვსი კი დაჯარიმდა. დარღვევებს შორის კვლავ ჭარბობს სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნესოპერატორი. მათ შორის, 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.