ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

„კოვიდ -19“კიდევ 76 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსმა უკვე 7 251 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.  გასულ 24 საათში, 25 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა გამოვლენილია ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლები 10, 58 %-ია.  დედაქალაქში დაფიქსირდა ინფიცირების 1 004 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 385, იმერეთში – 327, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 129, გურიაში – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 183, კახეთში – 247, მცხეთა-მთიანეთში – 75, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

აქტიურია 53 109 შემთხვევა.  7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 637 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.