მსოფლიოს შეშფოთებას კორონავირუსის ახალი ქვეტიპი „ექს ბიბი 1.5“ (XBB.1.5) იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, ახალი შტამის სწრაფი გავრცელების რისკი მაღალია. „სიენენის“ ინფორმაციით, „ექს ბიბი 1.5“-ით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში გაორმაგდა შტატებშიც. მდგომარეობას ართულებს ჩინეთში არსებული მძიმე ეპიდვითარებაც, თუმცა, ოფიციალური პეკინი ამტკიცებს, რომ ვითარება მართვადია და ჩაკეტვა საჭირო არ არის. ჩინეთის პასუხით უკმაყოფილოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც პეკინს სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. ამ ფონზე, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე შეზღუდვებს და რეგულაციებს აწესებს.