კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება

პირველი მარტიდან კომერციული სექტორისთვის გაზს აძვირებს კომპანია „სოკარ ჯორჯია“. ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 11 თეთრით მოიმატებს და 95 თეთრი გახდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ გაზი გაუძვირდებათ პურის მწარმოებლებსაც.

„სოკარში“ გადაწყვეტილების მიზეზად ლარის გაუფასურებას და განაწილების ტარიფის ცვლილებას ასახელებენ.