ორი გამომძიებელი დაიკითხა თბილისის საქალქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის საქმეზე.
კოშაძის ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, გარემოებები, რომლებიც მოწმეებმა გააჟღერეს, სიმართლეს არ შეესაბამება. პროკურორის თქმით, პროცესზე ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად იარაღის მაგვარი საგანი ამოიღეს. კობა კოშაძის საქმეზე კიდევ სამი პოლიციელი დაიკითხება.
ბრალდებულს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.