ფატალური გასროლა გადასაღებ მოედანზე

ტრაგედია გადასაღებ მოედანზე – ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა 42 წლის უკრაინელი ოპერატორი ქალი მოკლა. დაჭრილია რეჟისორიც. ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ სანტაფეში დატრიალებული ტრაგედია მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია, თუმცა, მომხდარის ბევრი დეტალი უცნობი რჩება. მაგალითისთვის, გამოძიებამ დაადგინა, რომ იარაღში, რომლიდანაც ბოლდუინმა გაისროლა, საბრძოლო ტყვიები იდო.

როგორ მოხვდა ნამდვილი ტყვიები ფილმის რეკვიზიტად გამოყენებულ იარაღში და რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება – ნახეთ ლევან ახალაიას რეპორტაჟი.