ინციდენტი ყაზბეგის გამზირზე

საპატრულო პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა და ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაცემას ითხოვდა. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკისაა. მათგან ამოღებულ იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.