გიორგი რურუას საქმე

უკვე ოთხი საათია, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს. საბოლოო სიტყვით ისარგებლებს გიორგი რურუა. რეპლიკების შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ უნდა გავიდეს, თუმცა, ჯერ უცნობია, მოესწრება თუ არა ყველა პროცედურა დღეს. რურუას ადვოკატები კვლავ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

 

დატოვე კომენტარი