პარტია „საქართველოსთვის“ წევრები გლდანის მერვე დაწესებულებაში

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა გლდანის მერვე დაწესებულებაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული მათი გუნდის წევრი, აკაკი ბართაია მოინახულეს. ანა ბუჩუკურისა და გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბართაია უდანაშაულოა და მას იარაღი ჩაუდეს. პარტიის წევრები დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.