კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას ავრცელებს
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათ მიერ მხარდაჭერილი, ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა: ლიკა საჯაია, ანა აბაშიძე, დიმიტრი ხაჩიძე, სულხან სალაძე, გიორგი ბურჯანაძე. როგორც კოალიციაში აცხადებენ, არამოსამართლე წევრის არჩევა ხელს შეუწყობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტურ რეფორმას. მათი თქმით, მნიშვნელოვანია თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.