იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეხვედრა ოპოზიციურ გაერთიანებასთან დასრულდა

15:05, 02.02.2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეხვედრა ოპოზიციურ გაერთიანებასთან დასრულდა. “ძალა ერთობაშიას წევრებს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნეს და მათი მოსაზრებები და შეთავაზებები მოისმინეს.

საბჭოს წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააცნეს “ქართული ოცნების” ნაწილს, “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს”, მომავალ კვირაში კი შეხვედრა ექსპერტებთან გაიმართება.

 

მსგავსი