კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. 43 ვაკანტურ თანამდებობაზე, 80 კანდიდატის განაცხადია. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც სხვა ინსტანციაში სურთ გადასვლა ან უვადოდ დანიშვნა. კონკურსანტებს შორის არიან გახმაურებული საქმეების მოსამართლეებიც.

კანდიდატებს გიორგი კობერიძე ესაუბრა.