დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში

იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანალიზებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა და შედარებულია გასული წლის მაჩვენებელთან. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს 2019 წელს 215 დისციპლინური საჩივარი გადაეცა. დასკვნა მომზადდა მიღებული საჩივრების 87%-ზე. საჩივრები უმეტესწილად შეეხებოდა საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებასა და სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევას.

მთავარი პრეტენზია, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიმართ აქვთ, ეს არის საჩივრების გაჭიანურებული განხილვა და დისციპლინური სხდომების რამდენიმე თვეში ერთხელ ჩანიშვნა.

ბრალდებებს პასუხობს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, მისი განცხადებით, დისციპლინური სხდომების იშვიათად ჩანიშვნას ობიექტური მიზეზები აქვს.