ე.წ. ვეტინგის სისტემა - გიორგი მიქაუტაძის განცხადება

სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება და მისი დამოუკიდებლობის შეკვეცა – ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე, ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ ინიციატივას.

მოსამართლის მოსაზრებით, მსგავსი მეთოდით მოსამართლეების შემოწმების აუცილებლობა არ არსებობს. მისივე თქმით, გაუგებარია იმ ექსპერტთა ვინაობა და მიზნები, ვინც შესაძლოა მოსამართლეები შეამოწმოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკური სპექტრი შეიცვლება, მოსამართლეთა მსგავსი ტიპის შემოწმება, რადგან მისი მოსაზრებით, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობას ხელს შეუშლის.