იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევის პროცესი

ვინ დაიკავებს იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტურ ადგილებს – თითქმის ერთი საათია, იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. შესარჩევ კონკურსში 32 მსურველია დარეგისტრირებული. პარლამენტი ყველა მათგანს გაესაუბრება. ინტერვიუ უკვე გაიმართა ათ აპლიკანტთან. დღეს კი დეპუტატები შვიდ კანდიდატს მოუსმენენ.

არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90 ხმა, ანუ პოლიტიკური კონსენსუსია საჭირო.

ხატია ჯამალაშვილი აშუქებს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესს და თემაზე საუბარს ახლა ის განაგრძობს.