იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა

მოახერხებენ თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევად კონსულტაციების გამართვას. „ქართული ოცნება“ შეთავაზების შემდეგ კვლავ პასუხის მოლოდინშია. დისკუსია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს, თუმცა მასში მონაწილეობას ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ამ დრომდე არ აპირებს.

პარლამენტმა საბჭოს სამი წევრი გასულ კვირას უკვე შეარჩია, დანარჩენ ორ პოზიციაზე კი ოთხი კანდიდატია წარდგენილი. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვის აზრს ვერ ხედავს, მაშინ, როცა დარჩენილი ოთხი კანდიდატი თავად მმართველი გუნდის შერჩეულია.

შეგახსენებთ, თითქმის ორი წელია, საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია.