კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება
სასამართლო პროცესები გრძელდება კლინიკა ლანცეტის დამფუძნებლის, ფარმან ჯეირანლის სისხლის სამართლის საქმეზე.
დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დღეს სპეციალური განცხადება წაიკითხა. ადვოკატების ინფორმაციით, დარღვევების აღმოჩენის იმედით, პროკურატურა კლინიკა ლანცეტში ფინანსურ დოკუმენტებს ხელახლა სწავლობს.
უფლებადამცველები და ბრალდებული ფარმან ჯეირანლი საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ. პროკურორის თქმით, ფინანსური დოკუმენტები გამოძიების ფარგლებში მოწმდება.
ფარმან ჯეირანლის პროკურატურა თაღლითობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა პაციენტების თანხებს. საუბარია ორ მოქალაქეზე. მათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ორივე პაციენტი გარდაიცვალა.