მიხეილ კალანდიას საქმე

თბილისის საქალაქო სასაართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა. პროკურორის განმარტებით, მათ საქმესთან დაკავშირებით შემხებლობაზე ისაუბრეს. დაცვის მხარის განცხადებით, დღემდე დაკითხული მოწმეები ფაქტობრივ გარემოებებზე არ საუბრობენ. ასევე ზურაბ თოდუას განცხადებით, პროცესამდე ადგილი ქონდა ინციდენტს. ადვოკატის განცხადებით, მას ზაზა სარალიძე დაემუქრა.