20-21 ივნისის საქმე

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და კიდევ ორი ბრალდებულის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა.
პროკურორის განცხადებით, მოწმეები აქციაზე მყოფი სამართალდამცველები იყვნენ.  მათ 20 ივნისის აქციის დღე გაიხსნეს და აღნიშნეს, რომ აქტივისტების მხრიდან სხვადასხვა მძიმე საგნის სროლის შედეგად ფიზიკურად დაშავდნენ. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, პროკურატურა ორი ბრალდებულის მიმართ მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა მათ ბრალის აღიარების შემთხვევაში საპატიმრო დაწესებულება დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, კახაბერ კუპრეიშვილის და ცოტნე სოსელიას 20 ივნისს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.