კლინიკა „ლანცეტის“ საქმე

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით პატიმრობაშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 20 აგვისტოს დატოვებს. ამის შესახებ ფარმან ჯეირანლის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ფარმან ჯეირანლი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, იგეგმება მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან ეს ფაქტი.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჯეირანლისა და აფგან მუხტარლის საქმეებში, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესები იკვეთება და ამას მუხტარლის ჩვენებაც ადასტურებს, სადაც ის ევროსაბჭოსა და ევროკავშირს ჯეირანლის დაცვას სთხოვს. ადვოკატების თქმით, ფარმან ჯეირანლის საქმეში საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესი თანაბრად იყო.