20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმე  

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი  ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

პროკურორის განცხადებით, პოლიციელები, რომლებმაც ჩვენება მისცეს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ისინი აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფლობენ ინფორმაციას. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებმა აქციის დეტალები გაიხსენეს, თუმცა კონკრეტულად დაკავებულების ბრალეულობაზე ვერ საუბრობენ. 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.