ნიკა გვარამიას სასამართლო

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურორის განცხადებით, საქმის არსებითად გადაცემისთვის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ. რაც შეეხება ფარულ საგამოძიები მოქმედებებს, ზვიად გუბელაძის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, ნიკა გვარამიას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ავტომობილი მის საკუთრებაში იყო და გაუგებარია რატომ დასჭირდა პროკურატურას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.