ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

20-21 ივნისის საქმეზე  ჯგუფურ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში.

სხდომაზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ოქრუაშვილის ყოფნა დაადასტურა. მისივე თქმით, მოწმემ ნახა თუ როგორ ითხოვდა ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტში შესვლას აქციის მონაწილეებთან ერთად. დაცვის მხარის განცხადებით, დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობა.

დატოვე კომენტარი