ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის საქმე

საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების მორიგი პროცესი გაიმართა.

დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. პროცესზე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, რითაც პროკურორის განმარტებით მტკიცდება ბრალდებულების მიერ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ბრალდებული გიორგი ღიბრაძის ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეომასალაში შეუძლებელია პირთა იდენტიფიცირება. ანა ჟღენტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოპერატორ ილია თვალიაშვილთან შეხება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო.