ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
ტყის მასივში ჩუღურეთის გამგეობამ სანიტარიული ჭრაც განახორციელა. ღონისძიებაში რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.