წინასაარჩევნო აქტივობები

მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კამპანია „სუფთა გარემოს“ ფარგლებში, დიდუბე -ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ხუდადოვის ტყე დაასუფთავა. მისი თქმით, აღნიშნული კამპანია მრავალჯერადია და ქალაქში არსებული მწვანე საფარისა და განაშენიანების ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას განაშენიანების გეგმა, რომელიც ქალაქის სიმწვანის მოთხოვნებზე იქნება მორგებული.