დასუფთავების აქცია

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, აქციაში მონაწილეობა მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.  მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხული განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ და ნარჩენები ბუნებაში არ დატოვონ. როგორც ცნობილია, მოქმედებს უსაფრთხოების წესები და აკრძალვები, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება. ამ მიზნით, ხანძარსაშიშ უბნებზე საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული.