დასუფთავების მსოფლიო დღე

სამდღიანი კამპანიით უერთდება საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, მოქალაქეები მაქსიმალურად იზრუნებენ ქვეყანაზე. თარიღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. საერთაშორისო კამპანია 1933 წელს, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანა არის ჩართული.