დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქცია გაიმართა შაორის ტბის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსიც მონაწილეობდა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად, მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.  შეკრებილებს ამკრძალავი წესებიც გააცნეს. აქცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.