დედამიწის დღე

ინვესტიცია ჩვენი პლანეტისთვის – ასეთია დედამიწის დღის გზავნილი 2023 წელს. „დედამიწის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება და მის ფარგლებში მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ღონისძიება იმართება. უკვე რამდენიმე წელია, ამ ღონისძიებებს უერთდება საქართველოც.

წელს „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ორგანიზებით, მუხათგვერდის ტყის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდება. ჯამში დასუფთავების აქცია ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.