„დასუფთავების აქცია“ მოსწავლეების მონაწილეობით 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-მასალა, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

კადრებში ჩანს, როგორ ასუფთავებენ ჩხოროწყუს მერიის შენობის საპირფარეშოს სკოლის მოსწავლეები. ფაქტს, რომელიც გამოძიების საგანი გახდა, დასუფთავების აქციად აცხადებს მერიის ყოფილი თანამშრომელი. როგორც ირკვევა, სწორედ მისი ორგანიზებით მიიყვანეს მოზარდები საპირფარეშოს დასალაგებლად. თუმცა გაუგებარია, როგორ შევიდა ყოფილი თანამშრომელი ძველ სამსახურში. ფაქტია, რომ ინიციატივა წინასწარ დაიგეგმა, ამიტომ „მოამბე“ არკვევდა, იყვნენ თუ არა საქმის კურსში სკოლის დირექციის წარმომადგენლები, რესურს-ცენტრი და მერია და ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა.