ბორჯომში ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

12:25, 22.07.2024

ბორჯომში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა.

ბორჯომის პლატო ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად მიიღეს მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა. ღონისძიების მიზანი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.

 

მსგავსი