ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. ზაზა სარალიძეს შეხვედრა ღია პლატფორმაში შემავალ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან აქვს. მათ შორის არის საპარლამენტო ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, ზაზა სარალიძე პარტიის წევრებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ესაუბრება. მისი თქმით, პროკურატურამ ეს საქმე სრულყოფილად არ გამოიძია და რჩებიან სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც ამჟამად პასუხისგებაში არ მიუციათ.
შეხვედრაზე სარალიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მოზარდებზე, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ და ამ საქმის ფარგლებში ჩვენება აქვთ მიცემული.