ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა, ალგეთის სატყეო უბნიდან, 12 მ3- მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.
სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანები დაილუქა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.
ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყეთსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.